ვაზიანის სამხედრო ბაზიდან დაკარგული ჯარისკაცი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში იპოვნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თეიმურაზ გიუნაშვილი უვნებელია და თავს კარგად გრძნობს, თუმცა ჯერ-ჯერობთ უცნობია რას უკავშირდება მისი გაუჩინარება.
ის ახლა გარდაბნის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, ამის შემდეგ ცნობილი გახდება მისი გაუჩინარების მიზეზი.
ფაქტია, ის კოვიდსასტუმროში არ იმყოფებოდა, ხოდა, რომელი სასტუმროს კარი გაიღო მისთვის და ვისთან ერთად იყო, ამის შესახებაც ცნობილი გახდება, იმედია. კულუარული ინფორმაციით, ყველაფერი სიყვარულის ბრალია…
შეგახსენებთ, რომ 32 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და სახლში არ მისულა, არც მეორე დღეს გამოცხადდა სამსახურში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი” – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები