აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი გახდა, რომ ავტობუსსა და მეტროში მგზავრების “გატარებით” მოქალაქეები ფულს ანაღდებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ, აღნიშნული სქემმით სატრანსპორტო კომპანიამ 2017 და 2018 წელს ჯამში 414 ათას ლარზე მეტი თანხა დაკარგა.
მეტროსა და ავტობუსებში მგზავრებს უფასოდ მგზავრობა პირველი მგზავრობიდან 90 წუთის განმავლობაში შეუძლიათ. ასეთი მეტრომანების რაოდენობა საერთო მგზავრების 41 %-ს შეადგენს.
“მონაცემების შესწავლით გამოვლინდა ბარათები, რომლებიც ძირითადად მეტროს ერთსა და იმავე სადგურის ტურნიკეტებზე დღის განმავლობაში მოკლე შუალედით და მრავალჯერადად გატარდა და მათზე გავრცელდა დაწესებული შეღავათები. არსებობს რისკი, რომ ამ დროს ბარათები გამოიყენებოდა სხვა არაუფლებამოსილი პირების გასატარებლად. აღნიშნული ქმედება დარღვევაა და იწვევს საშეღავათო თანხების ზრდას”, — აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
კომენტარები