2818 წლის 26 მაისს, იმდროინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ ზარზეიმით წარმოგვიდგინა სამთავრობო ხარჯების შემცირების გეგმა:
“კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სამინისტროზე. განსახლების საკითხები გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, მიგრაციის საკითხები – შსს–ში, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.
ცვლილება შეეხება რელიგიის სააგენტოს და ის შეერწყმება შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი ასევე გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის იდეის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველიას, ტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3.9%–ზე. ჩვენთვის სწორედ ეს 3.9% იქნება ის ზედა ზღვარი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – თქვა მამუკა ბახტაძემ მაშინ!
უცნობია შემცირდა თუ არა სამთვრობო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ჩამოვიდა თუ არა 3,9 პროცენტზე, მაგრამ დღეს პრემიერმა გახარიამ თქვა ის, რაც “ალიამ” რამდენიმე თვის წინ მოახსენა მკითხველს – “კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროდან გამოიყოფა”
კულუარული ინფორმაციით, კულტურის მინისტრის სკამი, კონკრეტულად ელისო ბოლქვაძისთვის მზადდება. შესაბამისად, სამთავრობო ცვლილებები, ჯერ კიდევ წინაა.
როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძის მიერ, სხვა სამინისტროების შერწყმას ამჟამინდელი პრემიერი არ აპროტესტებს, მათ შორის, არც დევნილთა სამინისტროს გაუქმებას! ქვეყანას, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, უნდა ჰყავდეს თუ არა დევნილთა სამინისტრო, თავად განსაჯეთ. მით უფრო, რომ ეს სამინისტრო სამ სამინისტროზე გადანაწილდა და სამად დაიშალა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შერწყმის შედეგს იუსტიციის სამინისტროსთან, ვფიქრობ, ყველანი ვხედავთ.
რაც მთავარია, შესაკრებთა გადანაცვლებით, მხოლოდ უბრალო ადამიანების ხელფასის ჯამი შეიცვალა, წულუკიანმა, მაგალითად, უამრავი ადამიანი დაითხოვა სამსახურიდან და მერე ვაკანსიები გამოაცხადა. მაშინ “ალიას” არაერთი ყოფილი თანამშრომელი უყვებოდა, რომ სამსახურიდან გაუშვეს 2013 წელს მიღებული თანამშრომლები და დატოვეს წინა რეჟიმის დროს დასაქმებულები.
რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, პანდემიის დროს, “ალია” შეგახსენებთ, იუსტიციის უკვე ყოფილმა უფროსმა თეა წულუკიანმა, 1 688 000 ლარის ღირებულების ავეჯი იყიდა, მათ შორის “უფროსის სკამი” 1 200 ლარად, თავმჯდომარის მაგიდა – 1 770 ლარად და 44 ცალი ნაცრისფერი საყვავილე – თითო 400 ლარად!
საბავშვო ბაღში ვართ, იტირებ, ეს სკამი მინდაო და მოგცემენ. ფეხს დააბაკუნებ და მიიღებ. საბავშვო ბაღში ვართ და ვთამაშობთ, ავაშენებთ სილისგან რაღაცას, დავანგრევთ, ავაშენებთ, დავშლით, რა გვენაღვლება?
კომენტარები