ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ISFED-ის განცხადებას ბავშვურ ტყუილს უწოდებს და აცხაებს, რომ არჩევნების ნაცვლად ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნების” მიერ პარალერლური დათვლის შედეგები მიზანმიმართულად გაყალბდა:
“პრაქტიკულად გამოდის, რომ ეს ხალხი თავისი “შეცდომით” ქვეყანას ატრიალებდა, ცესკოს გაყალბებას აბრალებდა და დღეს ცდილობენ ეს ყველაფერი ადამიანური შეცდომით და შემთხვევითობით გაამართლონ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და ამავდროულად დაუჯერებელია. მათ კიდევ ერთი ძალიან სერიოზული “ხარვეზი” და რეალურად, შეცდომაც შეიძლება დავარქვათ, მოუვიდათ და ისინი ამბობენ, რომ თითქოს ეს იყო მიყურადების შედეგად გამჟღავნებული ამბავი, 3 ნოემბერს გავაკეთე მე პირადად პირველი განცხადება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
კომენტარები