ჟურნალისტი, ქეთი ლომაია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“უკვე მეორედ გამაოცა გახარიამ, მაშინ აუხსენი ამ ვეტერანებს რომ ჩვენი სოციუმის წევრები არ არიან.
ვიღაც მხართეძოზე წამოწოლს მეტი პატივი აქვს ამ ქვეყანაში, ვიდრე ვეტერანს. რაღაც გამოსავალს იპოვით, პასუხია? ჰოო, ჩემთანაც ჭედავს სამზარეულოს წყლის გაყვანილობა, რაღაცას ვიზამ…
ვიდრე თქვენ “რაღაცას იზამთ” მიდის ეს ხალხი, უჩუმრად, უპრეტენზიოდ და ბოლომდე ერთგულად.
შეხვედრამდე დათო! დავით მუხიგული!”
კომენტარებში წერენ:
“მეორე ჯგუფის შშმ პირებს არაფრად გვთვლიან…პენსია არ იმატებს, არც შემდეგზე ამბობენ რამეს…”
“ვის თავზეც ტყვიას არ დაუწივლებია იმას ომი ქაუნთერის თამაში ჰგონია და მიდგომაც შესაბამისი აქვთ…”
“აცე ვირო გაზაფხულზე იონჯა მოვაო”… ზუსტად ამას ნიშნავს გახარიას პასუხი!”
“გახარიას დამცველობას ნუ მომაწერთ, მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა შეიტანოს, კანონი, მოთხოვნა, რომ გაითვალისწინონ ბიუჯეტში. ამის გამკეთებელი არავინაა.წინასაარჩევნოდ გაახსენდებათ, ნაუცბათევად შეკრებავენ შეახვედრებენ კანდიდატს დაამუნათებენ და მორჩა. ერთი დანგრეული ჰოსპიტალი იყო ისიც მოშალეს და ვერ დააყენეს საშველი ახლის გახსნას ამდენი წელია…… ეეჰ. (მე აღარც შეხვედრებზე მეძახიან)”
კომენტარები