რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებისას და რამდენი ხნის აღებული ვალი ანულირდება? ამ საკითხებზე „დაიჯესტთან“ ეკონომისტი შოთა გულბანი საუბრობს
– რა შემთხვევაში ითვლება სესხი ხანდაზმულად?
– ხანდახმულობის ვადის ათვლა იწყება ბოლო გადახდიდან. ეს თემა დიფერენცირებულია. არის 4, 6 და 8 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდი. გააჩნია სესხის მოცულობას. თუმცა 8 წელს ზემოთ ხანდაზმულობა აღარ არსებობობს. ეს, იმას ნიშნავს, რომ მთელი 8 წლის განმავლობაში, ამ ანგარიშზე არ უნდა იყოს შეტანილი არც ერთი თეთრი, მხოლოდ ამის შემდეგ ანულირდება სესხი.
მაგრამ ადრე ონალინ-სესხების დროს, იმისთვის რომ სესხი ხანდაზმული არ გამხდარიყო თავად შეჰქონდათ ანგარიშზე თანხა, მათ ხომ აქვთ წვდომა თითოეულის მოვალის პირად ნომერთან და მის ანგარიშთან, ამიტომ ამ ხრიკს მიმართავდნენ სესხი ხანდაზმული რომ არ გამხდარიყო.
– თუ მოვალეს არ აქვს შემოსავალი და/ან მის სახელზე არ ფიქსირდება ქონება, ამ შემთხვევაში ვალის ამოღების რა ბერკეტი აქვს მსესხებელს?
– თუ მოვალეს არ ერიცხება ხელფასი, არ ფლობს ქონებას, ამ შემთხვევაში მსესხებელს არანაირი ბერკეტი არ აქვს, გარდა რაიმე სხვა გზით თანხის ამოღებისა.
– როდესაც მესამე პირს, რომელიც არც თავდებია და არც ვალის აღებასთან აქვს რაიმე კავშირი, სესხის ამომღები კომპანია უკავშირდება რამდენად კანონიერია ეს?
– თუ ადამიანი არ არის თავდები, არავის არ აქვს არანაირი – არც კანონიერი და არც მორალური უფლება, რომ ის ვინმემ შეაწუხოს. თავისუფლად შეუძლია მესამე პირი, კანონის ფარგლებში პასუხისგებით დაემუქროს ნებისმიერ ამომღებ კომპანიას და აგრეთვე მოსთხოვოს, რომ მას აღარ დაუკავშირდენენ.
– რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა სესხის აღებისას და ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ?
– ძალიან მნიძნელოვანია რომ ადამიანმა სესხის აღებისას გათვალოს რისკები, ყურადღებით გადახედოს ხელშეკრულებას.
ადრე, სანამ საფინანსო ბაზარს ეროვნული ბანკი დაარეგულირებდა, იყო პრობლემური კომპანიები „ონლაინსესხების“ სახით. ახლა თითქმის მოიხსნა ეგ პრობლემა, ბანკებს შეეზღუდათ სესხის გაცემა. არ აქვს შემოსავალი? ვერ მიიღებს სესხს, ამით ამოიწურა ეგ პრობლემა. ახლა ძირითადად მთავრი პრობლემა, მაღალი საპროცენტო განაკვეთია. აგრეთვე, პრობლემად რჩება უცხოურ ვალუტაში სესხის აღების რისკები, როდესაც ეროვნული ვალუტა ეცემა სესხი ავტომატურად ძვირდება. ამ მიმართულების სჭირდება ყურადღება მოვალეს, რომელსაც განზრახული აქვს სესხის აღება. სხვა მხრივ თითქმის მოგვარებულია პრობლეები, რომელიც არსებობდა.
კომენტარები