პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალი წლის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.
„შეზღუდვების ეტაპმა თავისი შედეგი გამოიღო, შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ კვლავ არ ვიცავთ ელემენტარულ წესებს და აქედან გამომდინარე, ალბათ, რაოდენობა 1-2 კვირაში ისევ გაიზრდება. ამ შემსუბუქებამ ადამიანების რაოდენობა ქუჩებში და მოლებში გაზარდა, რომლითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გვექნება”
“ალია” კი შეგახსენებთ, ყველგან და ყოველ ჯერზე, სადაც და როდესაც ექიმები თუ ჩინოვნიკები საუბრობენ წესების დარღვევაზე, ესე იგი იქ და იმდენჯერ არ ხდება დაწესებული რეგულაციების კონტროლი! შესაბამისად, ბატონი ლევან რატიანის სიტყვები თქვენ გეკუთვნით, მთავრობის წევრებო!
კომენტარები