ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს ახალი ვარიანტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ პროპორციულობის სისტემა იყოს დაცული.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, ის ძალიან ჰგავს გერმანულ მოდელს, მაგრამ ეს არის ახალი ვარიანტი, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კრიზისების მინიმალიზაცია მოხდეს“,- თქვა ბურჯანაძემ გადაცემაში, „პოლიტიკის ფორმულა“.
„მე მენიშნა დღეს ბატონი მდინარაძის განცხადება, რომელიც იყო მოულოდნელად გონივრული და კორექტული, როდესაც მან თქვა, რომ გონივრულ წინადადებებს ოპოზიციიდან განვიხილავთო. ჩვენც მიგვაჩნია, რომ გვაქვს გონივრული წინადადებები, რომელიც არის ნამდვილად კომპრომისული, ოღონდ არა 100/50-ზე, იმიტომ რომ 100/50-ზე არღვევს პროპორციულობის პრინციპს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, ეს ჰგავს ძალიან გერმანულ მოდელს, მაგრამ ეს არის ახალი ვარიანტი, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კრიზისების მინიმალიზაცია მოხდეს და ამავდროულად იქნეს პროპორციულობის სისტემა დაცული“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კომენტარები