ჟურნალისტმა დიანა ჯოჯუამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “შენი დილა” ბავშვობა გაიხსენა:
“10-12 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი სამხედრო თვითმფრინავის პილოტი. მინდოდა ჯარში წავსულიყავი, მინდოდა დამეცვა ჩემი ქვეყანა, რატომ მქონდა მაშინ ასეთი მოთხოვნილება არ ვიცი, წესით სათამაშოებით და თოჯინებით უნდა თამაშობდეს 10-12 წლის გოგო, მაგრამ მე მინდოდა ვყოფილიყავი მფრინავი. გავიდა დრო, მფრინავი ვერ, მაგრამ გამოვედი ჟურნალისტი და ვიცავ ჩემს სამშობლოს, რაც ძალიან მახარებს.
თუმცა არასოდეს მიფიქრია, რომ გავმხდარიყავი ჟურნალისტი, მინდოდა იურისტობა, რთულ პროფესიებს ვირჩევდი, მომწონდა სირთულეებთან შეჭიდება, როდესაც ამას აგვარებ და ამარცხებ ყველაზე დიდი სიამოვნებაა.
ჟურნალისტიკაში სხვათაშორის უცნაურად აღმოვჩნდი, თითქმის ერთიდაიგივე საგანი მქონდა ჩასაბარებელი, სამართალი ვერ მოვასწარი და ვიფიქრე, წელს ახლა [ჟურნალისტიკაზე] ჩავაბარებ და მომდევნო წელს გადავაბარებთქო და მოვხვდი საოცარ სამყაროში, რასაც ჰქვია ტელევიზია, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ მომეწონა”
კომენტარები