“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ელენე ხოშტარას წასვლასთან დაკავშირებით გადწყვეტილების შესახებ გუნდმა დიდი ხნის ადრე იცოდა:
“მინდა დავუდასტურო ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა და ასევე, პირადი მეგობრობა ელენე ხოშტარიას, რომელიც იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად.
დიდი ხანია, მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, ამ პოლიტიკური ციკლის, ანუ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ის ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე. როგორც არ უნდა დასრულებულიყო ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. წარმატებას ვუსურვებ მას ახალ გზაზე.
ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო, რაც არის ამ ქვეყანაში განვითარება, წინსვლა და ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება”
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის შესახებ. მოგვიანებით მან გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება მისი დამოუკიდებლად აქტიურობის სურვილს და პარტიის შიგნით დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ხოშტარიას განცხადებით, ის ახალ პარტიას შექმნის, თუმცა ოპოზიციური ერთობის ნაწილად დარჩება.
კომენტარები