ელენე ხოშტარიას “ევროპული საქართველოდან” წასვლის შესახებ ინფორმაციას ალეკო ელისაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ მას და პარტიის სხვა ლიდერებს დიდი ხანია, ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ:
“ელენე ხოშტარიას და “ევროპული საქართველოს” ლიდერებს რომ კონფლიქტი ჰქონდათ და უთანხმოება, დიდი ხნის განმავლობაში, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. შემდეგ რას გააკეთებს ხოშტარია, არ ვიცი. არც ის ვიცი, რაიმე კონკრეტული მიზეზი გახდა თუ არა მოტივატორი, რამაც მისი გადაწყვეილება დააჩქარა, თუმცა ის ჩვენ პარტიაში ნამდვილად არ იქნება. ძალიან დიდი ხანია, აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით” – განაცხადა ალეკო ლისაშვილმა.
კომენტარები