კორონავირუსის შიშის მიუხედავად, მსოფლიო მშვიდობისა და გაერთიანების კავშირის მიერ ორგანიზებულ მასობრივი ქორწილების ცერემონიალს, ათასობით წყვილი დაესწრო. ისინი სამედიცინო ნიღბებს ატარებდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცერემონიაზე 60 სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 6 000 ადამიანი დაქორწინდა. მსგავსი სახის ღონისძიებებს ე.წ. „გაერთიანებული ეკლესია“ 1960-იანი წლებიდან მართავს.
კომენტარები