ლევან რატიანმა გაამხილა, რომ მან COVID-19 გადაიტანა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის შესახებ მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შემდეგ შეიტყო.
„ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-თესტი არ გამოვლენილა. მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე ტესტი, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში”
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან რატიანმა კორონავირუსი გადაიტანა. მისი მეგობარი გიორგი ჟორჟოლიანი წერდა, რომ “ორივენი კოვიდმოხდილები” არიან, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ლევან რატიანმა მაშინ განმარტების გაკეთება არ ისურვა.
გიორგი ჟორჟოლიანმა კი განაცხადა, “როგორც აღმოჩნდა ლევანს ჰქონია ანტისხეულები და როცა მასთან გამოკველავზე მივედი, მაშინ შევიტყვე ეს ამბავი.”
თუ ასეა, ლევან რატიანს ან დაჰყვა ანტისხეულები დაბადებიდან, ან ერთადერთი პაციენტია, რომელმაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად დაამარცხა! რადგან ის რამდენიმე დღეში ერთხელ იტარებს ტესტს, სამსახურიდან გამომდინარე, შესაბამისად, თუ ტესტები სწორია, მას ნამდვილად უნდა დაეფიქსირებია, როდის დაუდგინდა ვირუსი.
კომენტარები