დღეს საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება გაიმართება, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბებმა სამი კანდიდატი წარადგინეს: ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე.
დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე და მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, არჩევნებზე არ მივიდნენ. ნამდვილ წევრთა საერთო კრება ლეგიტიმურად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ პროცესს ხმის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტების 50 პროცენტი დაესწრება.
არჩევნები დიღმის მასივში მდებარე „ლოკომოტივის“ სარაგბო ბაზაზე 13:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები