პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. შესაძლოა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ინიციატივა სესიაზე, პირველი მოსმენით, დღესვე გავიდეს, გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.
სავარაუდოდ, სწორედ დღეს დაზუსტდება, როგორ შეიძლება გაფართოვდეს დაგეგმილი ამნისტია და „სისხლის სამართლის კოდექსის“ კიდევ რომელ მუხლებს შეიძლება შეეხოს.
უშუალოდ ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება. მათგან 680-ი სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.
კომენტარები