პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
“დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში გახარია იმ იშვიათთაგანია, ვისგანაც სერიოზული სახელმწიფო მოღვაწის ჩამოყალიბება, გამოთლა შეიძლებოდა. თუმცა დღევანდელი მმართველობითი ალგორითმიდან გამომდინარე, გახარია ვერასდროს მოახერხებს ამ უნარების გამოვლინებას. ივანიშვილს არ სჭირდება განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. ის ყველას რესურსად იყენებს. როგორც კი ამა თუ იმ პირის რესურსი ამოიწურება, მაშინვე განზე გასწევს. წულუკიანის მაგალითი ნახეთ – სანამ სჭირდებოდა, მისი ხელით ბევრი ცუდი საქმე აკეთა, ახლა განზე გასწია, ვითომ ამბიციაც დაუკმაყოფილა, კულტურის სფერო ჩააბარა. თუმცა ახლა მისი მთავარი საქმე ის იქნება, თუ რომელი როიალი იყიდოს პარლამენტისთვის.
გახარია ძალიან მკვეთრად გასწია. უთხრეს, არა ხარ პოლიტიკური ლიდერი, პანდემიასა და სოციალურ პრობლემებს მიხედეო. მინისტრთა კაბინეტის შეცვლის უფლებაც არ მისცა. ეს კაბინეტი არ არის გახარიას გუნდი, ის ივანიშვილის გუნდია. ამით პირდაპირ უთხრა, პოლიტიკა არ არის შენი საქმეო. ყველას ასე ეუბნებოდა, მათ შორის კვირიკაშვილსაც. თუ დასჭირდა ოპოზიციასთან კონსტრუქციულობანას თამაში, გახარიას ისევ შემოსწევს და კობახიძეს დამალავს. ხომ გახსოვთ, კობახიძემ ძალიან რომ გადაამლაშა, როგორ გადამალა. ახლა ასე სჭირდება და ისევ წინა ხაზზე გამოიყვანა. ამით კობახიძესაც აჩვენებს, რომ არაფერს წარმოადგენს.”
კომენტარები