“ტვ პირველის” ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის თანამზრახველი, რომელსაც 13 წელი ჰქონდა მისჯილი 3 წელიწადში გაათავისუფლეს. საუბარია ბაადურ ჩოფანაშვილზე, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგად კიდევ 2 პირთან ერთად დააკავეს.
მაშინ გამოძიება ამტკიცებდა, რომ სწორედ ბაადურ ჩოფანაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებასა და მის მეთაურ ახმედ ჩატაევს საქართველოში შემოპარვაში დაეხმარა.
მედიის ინფორმაციით, ჩოფანაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, აღიარებითი ჩვენება მისცა და თავისუფლება ამის სანაცვლოდ მოიპოვა.
რაც შეეხება იმას, მისცა თუ არა ჩოფანაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, ადვოკატი აცხადებს, რომ რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და პანკისის სპეცოოპერაციისას მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ერთმანეთთან, ისინი არ იცნობდნენ ერთმანეთს და აქედან გამომდინარე ჩოფანაშვილი აღიარებით ჩვენებაში მასთან კავშირის შესახებ ვერაფერს დაწერდა.
“საპროცესო შეთანხმებას ბრალდების მხარე სთავაზობდა აბსოლუტურად ყველა ბრალდებულს თუ კი ისინი დანაშაულს აღიარებდნენ, ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან იმ ნაწილში, რაც წარდგენილი ჰქონდათ, ანალოგიური შეთავაზება ჰქონდა გორნაკაშვილსაც, რომელიც სრულად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ რატომღაც საპროცესო შეთანხმება არ მოინდომა. მაჩალიკაშვილს რაც შეეხება მას იგი არ იცნობდა, მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ იყო, სრულად აღიარა და თქვა ის განრიგი, სადაც იყო, როგორც მოხდა ჩატაევის საქართველოში შემოსვლა, ამის გათვალისწინებით გაათავისუფლეს” – აცხადებს ადვოკატი ლალი ბარბაქაძე.
ბაადურ ჩოფანაილის გათავისუფლებამ გარკვეული ეჭვები გაუჩინა თემირლან მაჩალიკაშვილისხ ოჯახს. მალხაზ მაჩალიკაშილი დარწმუნებულია, რომ გამოძიებამ ჩოფანაშვილს ცრუ ჩვენებას მიაცემინა. მაჩალიკაშილი აცხადებს იმასაც, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ჩოფანაშვილმა გამოძიებას თემირლანზე მიაწოდა ცრუ, არარსებული ინფორაცია და აქედან გამომდინარე ეს გახდა იმის წინაპირობა, რომ ჩოფანაშვილმა ვადაზე ადრე დატოვა საპატიმრო:
“ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ის ერთადერთი დაჭერილებს შორის აღმოჩნდა სუსტი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ათქმევინა ის რაც მათ სჭირდებოდათ. უბრალოდ ტყუილები ალაპარაკეს, სხვა არაფერი. გორნაკაშილმაც წერილი გაგზავნა, სადაც იგი წერდა, რომ ძალიან ცუდ დღეში იყო, რადგან ეუბნებოდნენ, რომ ელაპარაკა თემირლანზე ტყუილები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ირაკლი ჩიმაკაძე აწამებდა გორნაკაშვილს” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
კომენტარები