Facebook-ის, Twitter-ისა და Instagram-ის ანგარიშები დაჰაკეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ცნობით, გარკვეული ანგარიშები სოციალურ მედიაში დროებით წაიშალა, მოგვიანებით კი აღდგა.
ანგარიშის მფლობელებს კი მიუვიდათ შემდეგი შინაარსის წერილები, რომ „FACEBOOK-ის დაჰაკვაც კი შესაძლებელია“, ამიტომ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად უნდა დაუკავშირდნენ OURMINE-ს.
ჰაკერული თავდასხმის ავტორი სწორედ ჯგუფი Ourmine იყო.
სოციალური მედიის ანგარიშები უკვე აღდგენილია. კიბერ შეტევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ უბრალოდ კიბერ სისუსტეების ჩვენება სურთ.
Twitter-მა კიბერ თავდასხმა აღიარა.
კომენტარები