დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის ცოლი მეუღლეს მიმართავს:
“ჩემს ქმარს მივულოცავ, ვეტყვი, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს, ბოლოს მაინც ამოვა ზედაპირზე. არ გაიტეხოს გული. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მალე გამოსულიყოს და თავის სახლში დაბრუნებულიყოს. ასევე სხვა პოლიტპატიმრებსაც, რომლებიც უდანაშაულოდ სხედან. […]
არავინ არაა დაცული, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. როცა ადამიანი სუფთა ხარ, რატომ უნდა იფიქრო, რომ ვიღაც ასეთ სიბინძურეს დაგაბრალებს”- ამბობს თამარ სულაძე “ფორმულასთან”.
კომენტარები