ბიჭს, რომელიც კორტანეთის გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიანტი გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით – დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო „გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიატია“, – წერს გიორგი კეკელიძე.
კომენტარები