ახმედ ჩატაევის თანამზრახველი, ბაადურ ჩოფანაშვილი რომელსაც 13 წელი ჰქონდა მისჯილი 3 წელიწადში გაათავისუფლეს.
ის უკვე პანკისის ხეობაშია.
სუსი ამტკიცებდა, რომ სწორედ ბაადურ ჩოფანაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებასა და მის მეთაურ ახმედ ჩატაევს საქართველოში შემოპარვაში დაეხმარა.
როგორც აღმოჩნდდა, ჩოფანაშვილმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა და თავისუფლება ამის სანაცვლოდ მოიპოვა. ციხიდან გათავისუფლებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირწმუნება, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახი ჩატაევის საქართველოში ჩამოყვანის სანაცვლოდ დიდ ფულს ითხოვდა:
“როგორც მოგახსენეთ, ორი ჩეჩენი პიროვნება სეიფულა და აბდულა, რომლებიც ჩვენთან პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში გავიცანი რუსლან ალდამოვის მხრიდან. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალდამოვთან ცხოვრობდნენ. ისინი ახმედ ჩატაევის დაჯგუფების მებრძოლები იყვნენ და სირიაში იბრძოდნან. იმ პერიოდში მათთვის დახმარება ხიზირ, იგივე რამაზ ხანგოშვილს და ვახა იგივე მალხაზ მაჩალიკაშვილს, თემირლან მაჩალიკაშვილის უნდა გაეწიათ. როგორც საუბრიდან გავიგე, ჰქონდათ მატერიალური დაინტერესება მატერიალური დახმარებისთვის. მათთვის 10 000 უნდა გადაეხადათ. არ ვიცი ვისი ან რა დახმარების სანაცვლოდ. არ მახსოვს, თუმცა რომელიღაცის ტელეფონში მაქვს ნანახი, კიდევ ერთ-ერთი ფოტოსურათი გადაღებული სირიაში, სადაც ეცვა სამხედრო ფორმა და ეჭირა ავტომატი. როდესაც ისინი ვნახე ვარკეთილის ბინაში, მაშინვე ვიცანი. ვარკეთილში ყოფნისას რუსლანმა მითხრა, ამათ ძმები აქცევენ ყურადღებას და თემირლანიც ეხმარებაო. მე გამიკვირდა და ვკითხე – რა ურთიერთიბა ჰქონდა თემირლანს ამ ჩეჩნებთან, რაზეც რუსლან ალდამოვმა მითხრა, რომ ვახამ იგივე მალხაზმა ზაფხულში გააცნო ისინი თავის შვილს. როგორც მან მითხრა, თემირლანმა საბანკო ანგარიშები გახსნა და თანხებსაც გადმოურიცხავენ ძმებსო”- წერს ბაადურ ჩოფანაშვილი ჩვენებაში
წყარო ნიუპოსტი
კომენტარები