მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ჩვეულებისამებრ ოკუპაციის ხაზთან ხვდება ახალ წელს მეუღლეებთან, შვილებთან, მეგობრებთან ერთად.
დავით ქაცარავა:
კადრში თქვენ ხედავთ რუსეთის საოკუპაციო ბაზას, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს წაშავდება ჩვენი ქვეყნიდან აუცილებლად. ჩვენ აქედან გილოცავთ ყველას ახალ წელს, გამარჯვებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ოკუპანტების გათრევას გისურვებთ. ეს წელი ყოფილიყოს გამარჯვების წელი.
ახლა საოკუპაციო რეჟიმის ციხეებში ჩვენი მოქალაქეები არიან: გენადი ბესტაევი, ზაზა გახელაძე, ლაშა ხეთერელი, ირაკლი ბებუა. პირველ რიგში მათ ვუცხადებ სოლიდარობას, როგორ შეიძლება რამე მიულოცო ადამიანებს, რომლებიც ოკუპანტების ციხეებში იმყოფებიან. დავფიქრდეთ ამ ადამიანებზე და მათ გასათავისუფლებლად ერთად ვიბრძოლოთ.
გვიყვარდეს ერთმანეთი და ეს სიყვარული გადაგვარჩენს.
კომენტარები