ტაილანდელმა ჯარისკაცმა ქალაქ ნახონ რატჩასიმში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, რიგითმა თავისი სამხედრო ნაწილიდან მანქანა გაიტაცა და ქალაქის მიმართულებით წავიდა. ის გზადაგზა ისროდა. სამხედრო მოსამსახურე ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გაჩერდა და გამვლელების მისამართით გახსნა ცეცხლი.
მოგვიანებით თავდამსხმელმა სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, 16 ადამიანი მძევლად აიყვანა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა.
შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურე დაკავებული ამ დრომდე არვდა. თავდასხმის მოტივიც უცნობია.
კომენტარები