ენმ-ის წევრი, მარიამ ბაშარული, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვარკეთილში, ტროტუარზე ვდგავარ, ვიღაც “ჯიგიტმა” მანქანიდან გადმოყო იარაღი და ორჯერ გაისროლა, თავიდან მეგონა რომ მე მესროდნენ…”
“ალია” დაუკავშირდა მარიამ ბაშარულს, რომელმაც მოგვიყვა რომ შემთხვევა წუხელ საღამოს მოხდა:
“ისე სწრაფად მოხდა, ვერც ის მივხვდი, ვინმეს ესროდა, თუ უბრალოდ ისროდა, წამით მომეჩვენა რომ მე მიმიზნებდა, მანქანიდან იარაღი ისე გადმოყო – ეს ხდებოდა ვარკეთილში შსს-ს ასახვევთან, დაახლოებით ღამის 12 საათზე, ჯერ შეაჩერა, თითქოს დაგვაკვირდა, მეგობარი მახლდა, მერე დაძრა, ისევ გაჩერდა, გადმოჰყო იარაღი და გაისროლა. ძალიან დავიბენი. იმდენად ახლო მანძილზე მოხდა გასროლა, ისეთი ხმა ჰქონდა – აღარაფერი მესმოდა, მეგონა, ყური დამიზიანდა. გასროლისთანავე გზა გააგრძელეს. თავი მეგონა 90-იან წლებზე გადაღებულ ფილმში!
დღეს შსს-დან დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ გამესაუბრებიან. თუ მოინდომებენ, იქ იმდენი კამერაა, აუცილებლად დაადგენენ ვინ ისროდა”
კომენტარები