ფოთში მერვე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა მდინარე რიონის ხიდთან ნახეს.
„გაუჩინარდა 31 იანვარს. ანუ, დილით მიდიოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. დედამ ნახა. არაფერი განსაკუთრებული არ შეუმჩნევია. მერე დაგვირეკეს, რომ მეშვიდე კილომეტრზე იდგა მისი მანქანა და თვითონ არ ჩანდა არსად. ამის შემდეგ დღემდე ვეძებთ. მერვე დღეა უკვე,”- განაცხადა ოჯახის ახლობელმა ქრისტი ქაჯაიამ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს და მასში ჩართულია მყვინთავები და სპეცტექნიკა, ასევე კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველები ასევე, თბილისიდან, განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. შსს-ში ამბობენ,რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები