გივი სიხარულიძე ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში ამბობს:
ქართველ ახალგაზრდებს რომ საყვედურობენ, საზღვარგარეთ გარბიან და ცხოვრებას იქ იწყობენ, გოგონები კი ცოლად უცხოელებს მიჰყვებიანო. როცა ადამიანს შია, ნებისმიერი გზით უნდა გადაირჩინოს თავი – მე ასე მგონია.
მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს და პირდაპირ გეტყვით: მე მდიდარ ოჯახებში გაზრდილი ბავშვებისა არაფერი მწამს. თითზე ჩამოსათვლელია შეძლებული ოჯახი, სადაც ბავშვები ქართული სულისკვეთებით გაზარდეს. დანარჩენებმა შვილები საფრანგეთში, მაიამსა და მონტე-კარლოში გაუშვეს, იქ ვითომ, უნივერსიტეტებში სწავლობენ და სინამდვილეში, ჩვენი ხალხისთვის მოპარული ფულებით ნებივრობენ. ასეთი ხალხი ჩვენს ქვეყანას არ გამოადგება. სადღაც, მიყრუებულ სოფელში დაბადებული, ნამდვილი ქართული გენეტიკის მქონე ბავშვი რომ იზრდება, საქართველოს ის უფრო მოუვლის და უერთგულებს. მოვა დრო და ეს ბავშვები სულ კუდით ქვას ასროლინებენ ყველას, ვინც უსამართლოდ იქცევა, ვინც ამ ქვეყნის ინტერესებს სათავისოდ იყენებს. ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოში ახალი მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ახალი ილია ჭავჭავაძე არ დაიბადება. რთულ მდგომარეობაში ვართ, ამის გამო ხშირად უიმედობა მიპყრობს, მაგრამ ქართველი ერი მაინც არ გადაშენდება. ძალიან მინდა საქართველომ, ჩემმა ხალხმა ოდესმე მაინც გაიხაროს
კომენტარები