ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
“არ ვიცი ვინ არიან ეს მხიარული ბავშვები, მაგრამ ასეთები წარმომიდგენია ის ორი პატარა მექსიკელი რომელთაც 38 წლის, კოვიდით უმძიმესად დაავადებული დედა ვერ გადავურჩინე… მათი ხმა მესმოდა როცა ტელეფონით მამას ვუხსნიდი მეუღლის მდგომარეობას.
ამ ჯადოსნურ ღამეს მინდა ვისურვო…
არასდროს დაობლდნენ პატარები…
არასდროს ვიყოთ უმწეონი გამოწვევების წინააღმდეგ…
არასდროს ვმტრობდეთ ერთმანეთს ადამიანები, მტრები არა-ადამიანური სამყაროდანაც არ გვაკლია…
უკვე გავლილი უმძიმესი წლისგან სწორი გაკვეთილი ვისწავლოთ და გაძლიერებულნი გამოვიდეთ სირთულეებიდან…
სამყარო უფრო უსაფრთხო გავხადოთ ყველასთვის…
სიცოცხლის თანაბარი უფლება ჰქონდეს ყველას…
გილოცავთ ახალ წელს! ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ!
P.S. გულწრფელ მადლობას გიხდით ყველას უსაზღვრო სიყვარულისა და სითბოსთვის მადლობა, ახლადშეძენილ უძვირფასეს მეგობრებს, რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში”
კომენტარები