თორნიკე ნინიკაშვილმა, რომელიც კურიერად მუშაობს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საფულის ფოტო. საფულე, როგორც წერს ქუჩაში იპოვნა, საფულე ნიკოლოზ კიკნაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, კომენტარებში წერს რომ საბუთები და ფული მფლობელს გადასცა:
„ქუჩაში ვნახე იქნებ როგორმე მივაკვლიოთ ძალიან ბევრი ფული აქვს დაკარგული“
“გადავეცი უკვე საფულე, ძალიან გავახარე ვერ ავღწერ ამ სიხარულს მაპატიეთ”
კომენტარებში წერენ:
“გაიხარე კარგო ვაჟკაცო ჩემი შვილის გახარებისთვის!”
“წარმიმიდგენია თქვენი სიხარული, ყველაზე დასაფასებელი შეგრძნებაა, დაკარგულს რომ დაუბრუნებთ”
“რა კარგი ბიჭი ხარ თორნიკე გაიხარე! ყოჩაღ, გადასარევი საქმე გააკეთე შვილო, უფალი დაგლოცავს”
“სიკეთე არ იკარგება კარგო ადამიანო! ერთი ათასად დაგიბრუნდება”
“მართლაააა რა კარგიააა ყოჩაღ ასეთი ამბავი უნდა ტელევიზიით გვენახა მარტო საშინელებით რომ იწყება ინფორმაცია მაგარი ამბავია გაიხარეთ ორივემ”
“თქვენი სიხარული უფრო წარმოვიდგინე. სულ სიკეთით და სიკეთეში გეცხოვროთ”
“კაი კაცი ხარ ძმაო ღმერთმა 100 მაგდენი გაშოვნინოს”
“ამდენი ხალხის სიყვარულს რა ორდენი, რა მედალი შეედრება და გადაამეტებს? იდღეგრძელე… მადლობა შენს ოჯახს, შენს მშობლებს…”
“ასე არ სჯობია? ნეტა რამდენი უდნა ყოფილიყო თანხა, ეს ადამიანობა რომ გადაწონოს? ძაან მაგარი კაცი. მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, ამ კაცს სულ ცოტა 1000 ლარით მაინც დავასაჩუქრებდი.”
“გაიხარეთ…წარმომიდგენია ფულის დამკარგავი რა დღეში იქნება, სანამ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ…ამ ქვეყანას მომავალი აქვს”
“ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდება ასმაგად გაკეთებული სიკეთე !”
“შენ იარე წაღმა შვილო.”
კომენტარები