მომღერალი ანრი ჯოხაძე „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, თუ როგორ ატარებს მომღერალი ნინი ბადურაშვილი ავტომობილს, რომელსაც ტაქსის ტრაფარეტი აქვს.
„ბადურ, ტაქსაობ?“ – ეკითხება ანრი ნინის და იქვე აკომენტარებს: „ალოო ტაქსიი“.
ანრისთან ერთად სხვა ავტომობილით პროდუსერი ნოე სულაბერიძე და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარიაც არიან. როგორც ჩანს ამ სახალისო ვიდეოს გადაღება, მათ ერთად მოიფიქრეს.
კომენტარები