საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას..
12 დეკემბერს ევროპამ, უკვე დაკეტა საზღვრები დიდ ბრიტანეთთან და მკაცრი კონტროლი და გამოკვლევა დაუწესა ყველას ვინც ბოლო 15 დღის განმავლობაში შემოვიდა დიდი ბრიტანეთიდან.. საფრანგეთში და გერმანიაში გამოვლინდა ახალი შტამის რამოდენიმე შემთხვევა, რომელიც მყისიერად იყო ლოკალიზებული, ყველა კონტაქტი, კონტაქტის კონტაქტი და იმ კონტაქტების კონტაქტთა კონტაქტები იზოლირებული და გამოკვლეული… დღეს დღეისობით ევროპის 27 ქვეყანაში, პრაქტიკულად განეიტრალებულია ბრიტანული შტამით ინფიცირებული ყველა პაციენტი და ლოკალიზებულია ყველა კონტაქტი. ასეთივე მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც სადაც ბრიტანული შტამის თითო ოროლა შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წლის 20 დეკემბრამდე (20 დეკემბრის შემდეგ მსგავსი ფაქტი აღარ ფიქსირდება)
საიდან შემოვიდა საქართველოში ბრიტანული შტამი, საიდან? .. კეთილი ინებეთ და გვიპასუხეთ.. ან
1. ეს სიცრუეა და ვიღაცას რაღაცაში აწყობს ბრიტანული შტამის საქართველოში დაფიქსირება თუნდაც ეს ასე არ იყოს
2. ჩვეულებრივ მოკვდავთაგან მალულად, რაღაც პრივილეგირებულ კასტას, ძალიან თავისუფლად შეუძლია მსოფლიოში მოგზაურობა, მიუხედავად იმისა რომ, საქართველოს საზღვრები ჩვენთვის ცხრა კლიტითაა დაკეტილო და მან შემოიტანა.. ამიტომ კეთილი ინებეთ და დადეთ სწორი ინფორმაცია, იმ მიკიბულ- მოკიბული სიცრუისგან განსხვავებით, რასაც ახლა ბოდავთ თქვენ და თქვენ დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალებები..”
შეგახსენებთ, ახალი შტამით ინფიცირებულის რამდენი კონტაქტია გამოვლენილი, საიდან ჩამოფრინდა ინფიცირებული და ვისთან ერთად – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.
პაატა იმნაძემ გვითხრა, რომ იცის, მაგრამ არ გვეტყვის…
გამომდინარე იქედან, რომ ამ კითხვაზე კონკრეტულად გამყრელიძის უწყებას ეხება პასუხის გაცემა, უშუალოდ მისგან ველოდებით პასუხს!
ჩვენ, ხალხს, რომლებსაც თვეები შეუგნებლებს გვეძახიან, ჩვენ, ხალხს, რომლებიც დავრჩით უმუშვრად, უფულოდ, უტრანსპორტოდ, დავემორჩილეთ ყველა თქვენ ბრძანებას, სულელურ ბრძანებებსაც კი, მათ შორის, გვაქვს თუ არა უფლება, ვიცოდეთ, მაშინ როცა ყველანი ჩაკეტილები ვართ, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ვირუსი და რამდენ ადამიანთან ერთად ჩამოვიდა ინფიცირებული, რამდენი დღის მერე შეიტყო ვირუსზე და რამდენი კონტაქტი ჰყავს?
კომენტარები