როგორც “ალიასთვის” გახდა ცნობილი, თბილისში 13 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა
როგორც გვიყვებიან, დედამ მოზარდის ჩანთაში სიგარეტის კოლოფი იპოვნა, რასაც მოჰყვა მცირე კამათი. მოზარდმა აბები დალია და თვითმკვლელობა სცადა.
მოზარდს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და ჩვენი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება!
მართალია, თითქმის ყველა სკოლაში გვყავს ფსიქოლოგი, ისევე, როგორც ქვეყანას ჰყავს სოციალური სამსახური – მაგრამ საქმე იმაშია, რა კეთდება რეალურად მშობლების ან მოზარდების დასახმარებლად.
იმედია, ამჯერად მაინც დაეხმარება ოჯახს – ფსიქოლოგი და სოციალური სამსახური.
“ალია” დაუკავშირდა შსს-ს, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ საქმე აღიძრა 115-ე მუხლით
კომენტარები