სააგენტო “თაიმერი” აქვეყნებს ფოტოებს სადაც ასახულია ხანძარი ოკუპირებულ გალში.
სააგენტო “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია, სოციალურ ქსელში, წერს:
ცეცხლის ალში გახვეული ოკუპირებული გაგრა
გაგრაში ტყის ხანძრებს რამდენიმე დღეა ებრძვიან.
ე.წ. აფხაზურმა ხელისუფლებამ ხანძრის სიახლოვეს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ე.წ. ხელისუფლება სტიქიასთან უძლურია.
“არ ყოფნის სახანძრო ტექნიკა და არც ცოცხალი ძალა. ზედმეტია ვეტფრენეზე საუბარი,”-აცხადებს მოსახლეობა.
ოკუპირებულ გაგრაში ერთ საათში ელექტრო ენერგია გაითიშება. განადგურებულია უნიკალური ჯიშის ხეები. ადგილობრივებმა რამდენიმე ცეცხმოკიდებული შველიც იპოვეს…
ე.წ. ხელისუფლებამ სახანძრო-სამაშველო ბრიგადების არ ყოფნის გამო მილიციის რაზმები ჩართო.”
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისათვის, ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის პირისპირ სამი სახანძრო მანქანა და 11 მაშველია დარჩენილი!
ოკუპირებულ გაგრას არ ეხმარება ოკუპანტი და არც სხვას აძლევს დახმარების უფლებას! ზის და მშვიდად უყურებს, როგორ იწვის უკვე მერამდენედ.
ხანძრის სიახლოვეს არც ერთი სამხედრო ბაზა არ აქვს ოკუპანტ მხარეს, რუსეთს, თორემ, აქამდე ჩაერეოდა!
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპანტი, ოკუპირებულ ქალაქებს უარს ეუბნება დახმარებაზე, გინდ მკურნალობის, გინდ მედიკამენტების და გინდ საკვების კუთხით!
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათ არაერთხელ შესთავაზეს დახმარება ოკუპირებულ მხარეს, თუმცა ისინი უარს აცხადებენ. როგორც ჩანს, რუსეთი მზადაა მთელი აფხაზეთი ამობუგოს, ოღონდ საქართველოს საკუთარი ტყეებსა და სახლებში ცეცხლის ჩაქრობის უფლება არ მისცეს!
კომენტარები