“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩვენი სამშობლოს ყველაზე ლამაზი ნაწილი დაუდგენელი ხანძრებით ნადგურდება! გაგრის და ბიჭვინთის ენდემური ტყეები იწვის!!!
ხალხნო, დავეხმაროთ ჩაქრობაში, ვინც გინდა და როგორიც გინდა, ის რეჟიმი ერქვას!
ასევე და კიდევ უარესი, აფხაზეთში ჰუმანიტარული კატასტროფაა covid პანდემიის გამო. საშინელი სიკვდილის კალო ტრიალებს! დავეხმაროთ, ხალხი გადავარჩინოთ! ჩვენი გაგვჭირვებია, მაგრამ მაინც!
ხალხი თუ არ გადავარჩინეთ, ალმოდებული ტყეები თუ არ ჩავაქრეთ, დანახშირებული გაგრა გვინდა? ცხედრებით სავსე სასაფლაოები?
მთავარია იურისდიქცია აღსდგეს ტერიტორიაზე და ზედ ხალხი იქნება თუ ცხედრები, ტყე იქნება თუ ნახშირი, მნიშვნელობა არ აქვს?!
მე კი გამისკდა გული და თქვენი არ ვიცი. გულიც გამისკდა და უღონობაც მაცოფებს”
კომენტარები