ყველასთვის საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური ორ კვირაზე მეტია, რაც კოვიდინფექციას ებრძვის. ის გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული – ამ ინფორმაციას “ambebi.ge” მომღერალ ნუგზარ კვაშალზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნუგზარ კვაშალი, სააგენტოსთან ამბობს:
“თემური, როგორც ბევრი ადამიანი, დღეს კოვიდინფიცირებულია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველ ხალხს ის ძალიან უყვარს და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ხალხის ენერგია გაერთიანდება და მოიმართება იქითკენ, რომ ლოცვებით, კეთილი სურვილებით გააძლიერებენ თემურს. საბოლოოდ კი ყველაფერი ისე უნდა დამთავრდეს, როგორც საჭიროა – მალე გამოჯანმრთელდეს. აი, ეს არის ახლა საჭირო.
საერთოდ კი, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ერთმანეთის მოფერებით, პატივისცემით, ლოცვებით თუ დავეხმარებით, გადავარჩენთ ერთმანეთს კოვიდისგან თუ სხვა რომელიმე დაავaდებისგან“
მისი თქმით, მეგობრის მდგომარეობასთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაცია მხოლოდ მის მკურნალ ექიმებთან აქვს, რომელთა თქმით, სიტუაცია ამ ეტაპისთვის სტაბილურია.
– ხელოვნური სუნთქვის აპარატს ხომ არ საჭიროებს?
– მაგდენი არ ვიცი, რაღაც პერიოდში რაღაცებს რთავდნენ, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ გაუმჯობესება იგრძნობა… ასე რომ, კოვიდი ვერაგი დაავადებაა, გაფრთხილება უნდა… როგორც გითხარით, ყველამ ერთად დიდი ენერგიით უნდა ვილოცოთ სახლში, სუფრასთან თუ ქუჩაში, რომ თემური კარგად გახდეს. ის ძლიერი მომღერალია და მის ფილტვებს არაფერი დაემართება.
კომენტარები