“მთავარი არხის” ჟურნალისტი მაიკო ლომიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს:
„რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობრებმა საქველმოქმედო აუქციონი მოაწყვეს. ნინო ანანიაშვილს ვთხოვეთ, რაიმე ნივთი შემოეწირა. მართლაც გადმოგვცა თავისი პუანტები, რომელშიც 1998წ უცეკვია. ერთი ბიჭი გამომყვა კაი ხანს ვაჭრობაში, მაგრამ არ დავუთმე და ყველაზე ძვირფასი ლოტი მე დამრჩა. მას შემდეგ კარადაში ვინახავდი, მათ გამოსაფენად შესაბამისი თარო, ნიშა, დისპლეი აქამდე ვერ მოვიფიქრე. ახლა მივხვდი, სადაა მათი ადგილი
ო, როგორ დამენანა!
პუანტებიც, ცხადია, მაგრამ უფრო მეტად ბრწყინვალე კარიერის ასეთი სამარცხვინო დასასრული.
რუსეთი ოკუპანტია!
ყველა კოლაბორაციონისტი – ნონ გრატა!
ხოლო ზოგიერთი – PRIMA NON GRATAE!“ – წერს მაიკო ლომიძე.
კომენტარები