სააგენტო “თაიმერი” ავრცელებს ფოტოს და წერს:
გაგრაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ცეცხლი სანატორიუმ “მოსკოვს” უახლოვდება.
„ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ასეთი საჭიროება არ არსებობს. “ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან ხანძარს“, – თქვა მან, თუმცა, როგორც ადგილობრივები წერენ და როგორც ვხედავთ, მათი ინფორმაცია კიდევ ერთხელ სიცრუე გამოდგა. გაგრაში ხანძარს ამ წუთებშიც ებრძვიან.
ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. ოკუპირებული აფხაზეთი კრემლის დახმარებას ამაოდ ელოდება.
ადგილობრივები საუბრობენ დივერსიაზე და ბიზნესინტერესებისთვის ტყეების გადაწვაზე.
კომენტარები