ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ამჯერად ბზიფის მიდამოებში გაჩნდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მათი ცნობით, სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარს გაგრაში უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. ამასთან, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქია საცხოვრებელი სახლებს მიუახლოვდა და დაშორება მხოლოდ 100 მეტრი იყო. თუმცა, მეხანძრეებმა ცეცხლი ლოკალიზება შეძლეს.
ცეცხლი ასევე გავრცელებულია ახალი ათონის მიდამოებშიც.
კომენტარები