ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების კვლევების სკოლის მეცნიერების ვარაუდით, კორონავირუსი პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან მიაღწევს, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაავადების კულმინაციის ზუსტი დროის დაფიქსირება ძნელია, რადგან ვირუსთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ განუსაზღვრელია.
„ვვარაუდობთ, რომ პიკის დროს უხანში მოსახლეობის კიდევ 5% დაინფიცირდება, რაც, დაახლოებით 500 ათასი ადამიანია“ , – ამბობენ სპეციალისტები.
ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 811-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 37,198-მდე გაიზარდა.
კომენტარები