საქართველოს სამი მოქალაქე ჩინეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
მოქალაქეებმა კორონავირუსის საფრთხის ფონზე გაუქმებული ფრენების გამო, დასაბრუნებლად დახმარება საქართველოს დიპლომატიურ უწყებას სთხოვეს.
საქართველოს მოქალაქეებმა ჩინეთი დუბაის გავლით დატოვეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად შესაბამისი შეკითხვები დაუსვეს, მათ ასევე ჩაუტარდათ ვიზუალური და ტემპერატურის გამოკვლევა.
” დადგინდა, რომ ცხელება, ტემპერატურა არ აქვთ. მიეცათ რეკომენდაცია, მიეცათ ბუკლეტები, რჩევა-დარიგება და გაგზავნილ იქნენ ბინაზე”.
კომენტარები