• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასე ვიჯდები სანამ ივანიშვილი იქნება“ – ოქრუაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
21:28 02-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:

„ასლან აბაშიძეს თენგიზ ასანიძე რომ ჰყავდა გამოკეტილი დილეგში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ალბათ ბევრს გახსოვთ.

ისტორია მეორდება.

უგულავას საქმეზე 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა 9 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება.

9 თვე 24 აპრილს გამდის. ჯერ ეს ვადა არ გასვლიათ და ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ და პროკურატურამ უკვე წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავზე გადაიხევენ კონსტიტუციასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ახალ 9-თვიან ვადასაც დამიმატებენ მეორე საქმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე საქმის 9 თვიანი ვადა რომ გაუვათ აგვისტოში, ახალ ბრალს წამიყენებენ და კიდევ ახალ 9 თვიანს ამითვლიან.

ასე ვიჯდები სანამ ივანიშვილი იქნება.

ლოგიკური კითხვა ვისაც გაგიჩნდათ, „რა იცი, იქნებ მანამდე მოგისაჯონ?“, გეტყვით – გვარამიას, ხაზარაძეს და სხვების საქმეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც კონვეერულად იხილავენ გავრილოვის საქმის ჩემმა მოსამართლემ 29 იანვრის სხდომა ჩაშალა და გამოაცხადა – შვებულებაში გავდივარო. თებერვალში მხოლოდ ერთი პროცესი ჩანიშნა, ისიც იმისთვის, რომ პატიმრობა გამიგრძელოს. ფაქტია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოაქვს, გამამართლებელს ვინ გამოატანინებს და საქმე თაროზე შემოდო ისე, რომ 7 თვე სულ ტყუილად გამომკეტა. რაც შეეხება მეორე საქმეს, 200 მოწმიან საქმეს, აგვისტომდე ჩრდილოეთ კორეაშიც ვერ დაამთავრებენ.

ასე რომ, ველოდები ახალ ბრალს და ახალ 9 თვიანს აგვისტოში. ძველი აღარაფერი დარჩათ და წესით აქ, ციხეში უნდა „მიჩალიჩონ“ რამე ახალი, არჩევნების დღეს გარეთ რომ არ ვიყო.

ისტორია მეორდება. ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე.“

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას პროკურატურა ადანაშაულებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved