თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სქრინს და წერს:
“რას უშვრებიან ჩვილ ბავშვებს ნახეთ. ყინვაა, თოვლია და ბავშვებს მდინარეში ნათლავენ ეს შავბნელები. ნაძირალა მეუფე ნიკოლოზს უდევს ეს ვიდეო. 9 იანვარსაა გადაღებული ახალქალაქში. ან ამ ფანატიკოს მშობლებს რა უყრიათ თავში? ვიდეოში ჩანს რომ ერთი დამსწრე პოლიციელია
ფოკუსები და ჯადოსნობა რომ უნდა ქრისტიანობის ნაცვლად ღვთივკურთხეულ ქართველ ერს, ახლაც გამოჩნდა ჩვილი ბავშვების ყინვასა და თოვლში მდინარეში ნათლობის ვიდეო რომ დავდე. ახლა მამაოებზე არ ვამბობ, არამედ ხალხზე. ჯერ იყო და თუთიყუშივით იმეორებნენ მღვდლების ბოდვას ზიარება ჯადოსნურია, გადაყლაპავ და ვირუსი ვერ მოგეკარებაო. ის კი არადა, თვითონ ზიარების კოვზიც ჯადოსნურია, შეეხები და ფოკუსი მოხდება, კორონა გაიქცევაო. ახლა გაჰყვირიან, ნათლობის რიტუალი ჯადოსნურია და გაყინულ მდინარეში ჩვილ ბავშვს თუ ჩააგდებ, არაფერი მოუვაო. და ამას გაჰყვირიან ასევე ახალგაზრდა ქალები, ანუ დედამოტ*ნული მამაოს ბუტბუტის გარეშე თუ ჩააგდე გაყინულ მდინარეში ჩვილი ბავშვი, კი გაცივდება, მაგრამ იგივე დედამოტ*ნული მამაოს ბუტბუტის თანხლებით თუ ჩააგდე გაყინულ მდინარეში ჩვილი ბავშვი, მაშინ არაფერი მოუვა. ფოკუს-პოკუს.
ამ ნათლობის ვიდეო გადაიღო და თავის იუთუბ არხზე უდევს მეუფე ნიკოლოზს და ნახეთ როგორ ამართლებს”
კომენტარებში წერენ:
“კომენტარებს გადავხედე და როგრი აღშფოთებულები ხართ და ეგრევე როგორ შეურაწყოფაზე გადადიხართ..ვინმემ მოიკითხეთ ამ ბავშვების მგომარეობა ?ან სხვა დრო, სხვა ადგილას, ამდაგვარ სიტვაციაში მონათლული, ბავშვის ცუდათ ყოფნა გაგიგიათ ?ჩემი შვილი პირადად მდ. იორდანეში მოინათლა და დამერწუმენთ 3ჯერ უფრო ცივი წყალია.. ბავშვი იდეალურად გრძნობ თავს, მადლობა ღმერთს”
“არაერთხელ მიმიღია თავის დროზე მონაწილეობა, დაცემინებითაც კი არ დამიცემინებია. მინახავს ბავშვები და ქალები, რომლებიც არც კი გაციებულან. და ვისი გადასაწყვეტია ეს? მეზობლების? ფებე მოკარნახეების? 19 იანვარსაა ნათლისღება, ზამთარი უწევს. ბარემ ისიც გავაპროტესტოთ 19 იანვარს რატომაა ნათლისღება”
ერთ-ერთი კომენტარის ავტორს ბასილ კობახიძე, პასუხობს:
“სადა მაქვს თქვენი ნერვები ბატონო. როგორ არის ეს შხამი მოდებული რა, აი შეგხედავთ ადამიანი და სრულიად ნორმალური ახალგაზრდა კაცი ხართ. 170 ზე ამივარდა წნევა, დიდი ბოდიში მაგრამ უნდა წაგშალოთ, წარმატებებს გისურვებთ”
კომენტარების უმრავლესობაში, ბასილ კობახიძეს ხალხი ეთანხმება და ვიდეოში ნაჩვენებ ფაქტს ბავშვის წამებად აღიქვამს.
ვიდეოს სრული ვერსია, რომელსაც მეუფე ნიკოლოზი იუთუბ არხზე ათავსებს:
კომენტარები