ეკა ბესელია ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის გაცნობის დღეს იხსენებს და ამბობს მმართველი პარტიის მომავალი თავმჯდომარე ივანიშვილს კახა კალაძემ გააცნო:
“ივანიშვილთან ვიყავი ოფისში პატარა შეხვედრა იყო ვიწრო წრეში და კალაძემ მოყვანა გასაცნობად კობახიძე. პატარა მორცხვი ბიჭი წარუდგინა, რომ ეს არის ნიჭიერი ახალგაზრდა და პარტიაში რაღაც პროექტებზე იმუშავებდა – იხსენებს ბესელია “მთავარი არხის” ეთერში.
ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი ამბობს, რომ კობახიძე ამ ყველაფრისთვის კალაძის მადლიერია და “მიიჩნევს, რომ კალაძე მისი უფროსია”- ამბობს ბესელია.
კომენტარები