საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია სწორედ მას უკავშირდება. ამის შესახებ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
„ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ჩემი, ყველაზე მეტად ხარჯავს რესურსებს პროპაგანდისთვის ჩემთან საბრძოლველად, თავის რუს პატრონებთან ერთად. მან ძალიან კარგად იცის, რა საფრთხეს წარმოვადგენ მისთვის.
ჩემი მთავარი ძალა იმაშია, რომ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია სწორედ ჩემთანაა დაკავშირებული, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები