ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძისთვის ძალაუფლების გადაბარებით, ქართულ ოცნებას განაჩენი გამოუტანა – ამბობს დავით ჭიჭინაძე. “ტრიბუნას” ლიდერის თქმით, კობახიძე კარგად შეასრულებს “ოცნების” მესაფლავის ფუნქციას და ეს ყველაფერი სწორედ ივანიშვილის სურვილით
კობახიძე იმიტომ დანიშნა, რომ ივანიშვილმა ამით განაჩენი გამოუტანა ქართულ ოცნებას. მან ის უნდა გააქროს, გაანადგუროს იმიტომ, რომ სანამ იქნება ქართული ოცნების ხსენება, მანამდე იქნება ივანიშვილის ლანძღვა. როგორც კი აღარ იქნება ქართული ოცნება და საკმაოდ კარგი მესაფლავე გამოდგება ამისათვის კობახიძე, ივანიშვილიც ყველას დაავიწყდები
კობახიძე -კალაძის გუნდის პირველი სამიზნე სწორედაც გახარია იქნება – მთავარი მოსაშორებელი არის გახარია, ახლა გახარიაა გასაშვები. კალაძე არის არჩეული მერი, რომელსაც ჰყავს საკუთარი გუნდი და პოლიტიკური კაპიტალი, შესაბამისად ბუნებრივია, რომ პრემიერობის ამბიცია ჰქონდეს.– ამბობს ჭიჭინაძე.
კომენტარები