საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედი, გმირი და პატრიოტი უწოდა დავით ხიდაშელს, ბიზნესმენს, რომელმაც პროკურატურას გადასცა რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს.
“დათო ხიდაშელი, რომელმაც რუკები მოიპოვა გაგიგიათ ალბათ. მე ვიცი მეტი, როგორი საშუალებებით მოიპოვა მან ეს რუკები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საკუთარი კაპიტალი საკმაოდ ბევრი დახარჯა და იმის იქითაც ქვეყანას საკმაოდ ბევრს ახმარს. თუკი ვინმეს აქვს განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, არანაკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე გმირობად ვთვლი. ნიუანსებს თუ მოუნდება თვითონ იტყვის, მაგრამ რაც მან გაუკეთა ქვეყანას, ვთვლი რომ ჭეშმარიტი გმირობაა. ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რადგან ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, თავისი შემართებით, რესურსებით, ფინანსებით და ჩემი აზრით ის არის ჭეშმარიტი გმირი, ნამდვილი პატრიოტი და ძალიან საყვარელი ადამიანი.”
კომენტარები