„ყველა წელიწადს იქაჩება, ჩამოვალო, გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინ ივანიშვილმა განაცხადა.
„ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპასა და ამერიკაში, როგორ ახერხებდნენ ისინი, შავი თეთრად გაეყიდათ, რა ფესვები ამოვძირკვეთჩვენ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე.
დღეს არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს. გაიხსენეთ, რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია. მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი თანამდებობის პირები დასჯილან და ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით ევროპა ტაშს უკრავს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ის, რითაც შემიძლია ვიტრაბახო. ეს მოვახერხეთ ჩვენ.
ყველა წელიწადს იქაჩება, ჩამოვალო, გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი. ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ოპოზიციაში. მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია და გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ძალადობდნენ ხელისუფლებაშიც და ახლაც.”
კომენტარები