მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს, არც სკოლაში, არც უბანში – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, როგორი საარჩევნო მოდელიც უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნების მოპარვას.
„რა არის ეს მობილიზაცია? ეს არის ხალხის თვითორგანიზება, რომ არ დაუშვან ძველი ბიჭებისა და კრიმინალური ელემენტების მიერ მშვიდობიანი ხალხის დატერორება. მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს, არც სკოლაში, არც უბანში და ასევე საქართველოს მასშტაბით არ უნდა დავუშვათ ხალხის დაჩაგვრა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები