დეკანოზი თამაზ ლომიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“რომ მკითხოს მორწმუნემ: მამაო, ვირუსის საწინააღმდეგოდ ავიცრა თუ არაო, ვეტყვი: მე, მღვდელს რატომ მეკითხები მაგას? გეკითხები, განა მე ექიმი ვარ? განა მე ან რომელიმე არაექიმ მღვდელს გაგვაჩნია შესაბამისი ცოდნა ვირუსებზე, ანტივირუსებზე ან საჭირო აცრებზე? რატომ გგონიათ, რომ მღვდელმა ყველაფერი იცის? აცრის შესახებ ჰკითხეთ და დაუჯერეთ კომპეტენტურ, გამოცდილ ექიმებს და ამ სფეროს სპეციალისტებს. აცრას არავითარი რელიგიური და სულიერი დატვირთვა არ გააჩნია.
ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ეკუთვნის მ ე დ ი ც ი ნ ა ს.”
კომენტარები