გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ბრალდებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფაიზერისთვის არ შეუკვეთავს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები და, სინამდვილეში, მოსახლეობა მოატყუა, ხელისუფლება დუმილით ხვდება.
შეგახსენებთ, ფაიზერის ვაქცინით მოსახლეობის აცრის პერსპექტივაზე საუბრისას მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა, ვერ დააკონკრეტა, როდიდან. მეტიც, ტიკარაძე შეხვდა საქართველოში ამერიკის ელჩს და მასთან საუბრისასაც განაცხადა, რომ ვაქცინა ფაიზერის ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა.
ჩალაძის ბრალდებებზე ხელისუფლების დუმილს კი თავად გიორგი ჩალაძე ხსნის და ამბობს, რომ ხელისუფლება თავს ვერ იმართლებს, რადგან პასუხი არა აქვს.
“მივწერე ფაიზერს, მივწერე კოვაქსს – ორივეს მივწერეთ და ორივესგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი – ფაიზერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას მისთვის არ მიუმართავს, ხოლო კოვაქს პლატფორმაზე არ არის ფაიზერის ვაქცინა.
ეს იყო მარტივი ტყუილი, რადგან ჰგონიათ, რომ ჩვენ არ გვაქვს მაილზე მიწერის საშუალება!
საქართველოში ვერ შემოვა საუკეთესოზე ნაკლები ვაქცინა.” – ამბობს ეროვნული გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანა ჩაკეტილია და შეზღუდვები ისევ გაგრძელდა მინიმუმ 1 თებერვლამდე, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ მუშაობს, ხალხს უფრო და უფრო უჭირს თავის გატანა, არავინ დახმარებია სტუდენტებს, ვეტერანებს და ა.შ. სწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როდის გვექნება ვაქცინა, თუნდაც იმის დასაგეგმად, როდემდე უნდა გავიტანოთ თავი, უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაა. რამდენიმე ექიმი, მათ შორის, ზაზა წერეთელი, ითხოვდა ვაქცინაციის გეგმას, რომელიც ჯანდავის სამინისტრომ არ გაავრცელა ამ დრომდე. ვაქცინაციის გეგმა მოითხოვა ამერიკის ელჩმაც. თუ გიორგი ჩალაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორია, მაშინ გასაგები ხდება, რატომ აქვეყნებს საქართველოს მთავრობა გეგმას.
მაშინ როცა, ადამიანები ვაქცინის იმედად, პურს უნაწილებენ ერთმანეთს, ბრალდება იმის შესახებ, რომ საერთოდ არც კი მიუმართავთ ფრაიზერისთვის ვაქცინის შესყიდვის თხოვნით – უმძიმესი ბრალდებაა.
შეგახსენებთ, ეს გიორგი ჩალაძის მხრიდან ხელისუფლების პირველი მხილება არ არის. ჯერ კიდევ ოქტომბერში ის ამბობდა:
COVID-19-ის პირველი დღიდან ხელისუფლებამ დაიწყო ტყუილით, გვავალებდნენ, დაგვემალა ტესტებზე დადებითი პასუხები
ასევე, გიორგი ჩალაძემ გუშინ, 13 იანვარს განაცხადა, რომ თბილისში, რამდენიმე მაღალჩინოსანს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს
კომენტარები