გიგლა ბარამიძემ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივნის თანამდებობდა და პარტია დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა.
“ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს.
ამავედროს, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია ” ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა ” და გენერალური მდივნის თანამდებობა . მადლობა ჩემს კოლეგებს.
ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის…”
კომენტარები